დაბრუნების და გაცვლის პოლიტიკა
Return and Refund Policy
14-დღიანი უპირობო დაბრუნების უფლება
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ დააბრუნოთ შეძენილი ნივთი მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მიზეზის მითითების გარეშე. დაბრუნების პირობები: თანხის სრულად დასაბრუნებლად აუცილებელია ნივთი არ იყოს გამოყენებული, არ ჰქონდეს მექანიკური დაზიანება და წარმოდგენილი იყოს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი. უპირობო დაბრუნებისას, უკან ტრანსპორტირების (დაბრუნების) ხარჯებს სრულად ფარავს კომპანია (Voloostore).
გამონაკლისები (პერსონალიზებული ნივთები)
ვინაიდან Voloostore გთავაზობთ ხის პროდუქციის ინდივიდუალურ დამუშავებას, 14-დღიანი უპირობო დაბრუნების უფლება არ ვრცელდება იმ ნივთებზე, რომლებიც დამზადებულია თქვენი ინდივიდუალური შეკვეთით ან არის პერსონალიზებული (მაგ: სპეციალური გრავირება, ინიციალები, შეცვლილი დიზაინი).
წუნდებული ნივთის გაცვლა/დაბრუნება
თუ მოწოდებული პროდუქტი დაზიანებულია ან არ შეესაბამება საიტზე განთავსებულ აღწერას, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 24 საათის განმავლობაში ელ-ფოსტაზე: giorgi.khvichia18@gmail.com და გამოგვიგზავნოთ ფოტომასალა. ტრანსპორტირების, შეკეთების ან გაცვლის ხარჯებს სრულად დაფარავს კომპანია (Voloostore).
თანხის დაბრუნების (Refund) პროცედურა
დაბრუნებული ნივთის მიღებისა და მდგომარეობის შემოწმების შემდეგ დაგიდასტურებთ სტატუსს. თანხის დაბრუნება განხორციელდება იმავე საბანკო ბარათზე, რომლითაც განხორციელდა გადახდა Flitt-ის მეშვეობით. ტრანზაქციის ასახვას შესაძლოა დასჭირდეს 2-5 სამუშაო დღე.