ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები
ბოლო განახლების თარიღი: 2026 წლის თებერვალი
1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე შეთანხმებას („დისტანციურ ხელშეკრულებას“) თქვენსა (შემდგომში „მომხმარებელი“) და ონლაინ მაღაზია Voloostore-ს (შემდგომში „კომპანია“ ან „გამყიდველი“) შორის. ვებგვერდით (voloostore.ge) სარგებლობა და პროდუქციის შეძენა ნიშნავს, რომ თქვენ სრულად ეთანხმებით ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს. 1.1. ონლაინ მაღაზიის ოპერირებას ახორციელებს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი გიორგი ხვიჩია (ს/კ: 29701040855; იურიდიული მისამართი: მარტვილის რაიონი, ს. დიდი ჭყონი). 1.2. წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. პროდუქციის სპეციფიკა და შეკვეთის გაფორმება
2.1. Voloostore მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ, ხელით ნაკეთებ პროდუქციას (მათ შორის, ხის ჩანთებსა და სხვა აქსესუარებს). 2.2. ვინაიდან თითოეული ნივთი მზადდება ხელით და გამოყენებულია ბუნებრივი მასალები (მაგ: ხე), პროდუქტის ფერი, ფაქტურა ან გრავირების ტონალობა შესაძლოა უმნიშვნელოდ განსხვავდებოდეს ვებგვერდზე განთავსებული ფოტოსურათისგან. ეს არ წარმოადგენს პროდუქტის წუნს. 2.3. შეკვეთა ითვლება მიღებულად და დამუშავება იწყება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ვებგვერდის მეშვეობით დაასრულებს გადახდის პროცესს და მიიღებს შეკვეთის დადასტურებას.
3. ფასი და ანგარიშსწორება
3.1. ვებგვერდზე პროდუქციის ფასები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში (ლარი) და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. 3.2. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ვებგვერდზე ინტეგრირებული უსაფრთხო გადახდის სისტემის (Flitt) მეშვეობით. 3.3. მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემების დამუშავებას ახორციელებს მხოლოდ პარტნიორი გადახდის პროვაიდერი. Voloostore-ს არ აქვს წვდომა აღნიშნულ მონაცემებზე.
4. მიწოდების პირობები
4.1. შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ თბილისში ხორციელდება Voloostore-ის შიდა რესურსებით, ცვლილებებისთანავე მოხდება განახლება. 4.2. ვინაიდან პროდუქცია ხშირ შემთხვევაში მზადდება შეკვეთით, მიწოდების სტანდარტული ვადა განისაზღვრება შეკვეთიდან რამდენიმე სამუშაო დღეში. ინდივიდუალური/რთული შეკვეთების შემთხვევაში, ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს, რის შესახებაც მომხმარებელს წინასწარ ეცნობება.
5. ნივთის დაბრუნების და გაცვლის პოლიტიკა
5.1. უპირობო დაბრუნების უფლება: „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს შეძენილი ნივთი მისი ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. 5.2. დაბრუნების პირობები: ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნებულია მისი სასაქონლო სახე, არ არის გამოყენებული, არ აღენიშნება დაზიანება და ახლავს ყველა თავდაპირველი კომპლექტაცია. უპირობო დაბრუნებისას, ტრანსპორტირების (დაბრუნების) ხარჯებს სრულად ფარავს კომპანია (Voloostore). 5.3. გამონაკლისი (პერსონალიზებული ნივთები): კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, უპირობო დაბრუნების უფლება არ ვრცელდება იმ ნივთებზე, რომლებიც დამზადებულია მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით ან აშკარად პერსონალიზებულია. 5.4. წუნდებული (დაზიანებული) პროდუქტის მიღების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნივთის ჩაბარებიდან 24 საათის განმავლობაში.
6. ინტელექტუალური საკუთრება
6.1. ვებგვერდზე განთავსებული ყველა მასალა, მათ შორის პროდუქციის დიზაინი, ტექსტები, ლოგოები, ფოტო და ვიდეო მასალა წარმოადგენს Voloostore-ს ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონით. 6.2. დაუშვებელია ვებგვერდის კონტენტის ან პროდუქციის დიზაინის რეპროდუცირება, კოპირება ან კომერციული მიზნებისთვის გამოყენება კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
7. დამატებითი პირობები და კომუნიკაცია
7.1. კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში, რაც ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. 7.2. ნებისმიერი კითხვის, პრეტენზიის ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ელ-ფოსტა: giorgi.khvichia18@gmail.com ტელეფონი: 599 25 18 40